პარტნიორი კომპანია Fuji Lift - 7 წელი ჩვენ სამსახურში

პარტნიორი კომპანია Fuji Lift - 7 წელი ჩვენ სამსახურში

სამშენებლო კომპანია "არქტურთან" თანამშრომლობა გაგრძელდა, წარმატებულად შესრულებული სამუშაოსთვის და ვთვლით ხარისხზე ორიენტირებულ და სანდო კომპანიასთან თანამშრომლობა ამ საკითხში უპირველესია. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსების 7 ობიექტში ფუჯი ლიფტი დაგხვდებათ დამონტაჟებული და მოქმედი.  კომპანია  Fuji Lift, FUJI co-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, 10 წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მოიცავს მთლიან საქართველოს.

კომპანიის მომსახურება ითვალისწინებს: 

  • საექსპლუატაციო მომსახურება
  • ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სწორი ტექნიკური მომსახურება. ლიფტების ხარისხიანი მუშაობა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია დამოკიდებულია არა მარტო კომპლექტაციაზე, არამედ კვალიფიციური პერსონალის მომსახურებაზე. მძლავრი საწარმოო ბაზა და საკუთარი საწყობები, ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილებით, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში პრობლემის სწრაფად აღმოფხვრას.
  • ყველა სამუშაო ტარდება მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული პერსონალით. სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება მაღალი ხარისხის დანადგარები. ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას.
  • საგარანტიო მომსახურებას.
  • საგარანტიო პერიოდი მოიცავს სამ წელს საინსტალაციო სამუშაოების დასრულებიდან.  კომპანია უზრუნველყოფს ინსტალირებული პროდუქტის სისტემურ დათვალიერებასა და ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრას.