სიახლე ბაკურიანის მიმდინარე გრანდიოზული პროექტი

სიახლე ბაკურიანის მიმდინარე გრანდიოზული პროექტი

ბაკურიანში ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მთის კურორტების განვითარების კომპანია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან (FIS) ერთად მუშაობს. მიმდინარეობს ბიატლონის მსოფლიო სტანდარტების ტრასების აშენება, რის შემდეგაც 2025 წელს კურორტი სპორტულ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს. შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.  ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რბოლის ტრასების ხელოვნული გათოვლიანებისთვის, ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემებიც. 

 
 

გალერეა