ბაკურიანი - ყველაზე მოთხოვნადი კურორტი ოთხივე სეზონისათვის

ბაკურიანი - ყველაზე მოთხოვნადი კურორტი ოთხივე სეზონისათვის

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე,ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და  ამ მიზეზით, ყოველ სეზონზე ყველა ასაკის დამსვენებელს მასპინძლობს. ბაკურიანის ინფრასტრუქტურა და პირობები ყოველთვის მორგებულია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის საუკეთესო სიმყუდროვის შესაქმნელად, სასრიალო საბაგირო არეალები დიდველი, კოხტა მიტარბი, 25ski park , ტატრა და კრისტალ პარკი,  სრულ სპექტრს შლის ყველა სტუმრის დასაკმაყოფილებლად ზამთრის სეზონზე.  

ზაფხულის სეზონი საუკეთესოა ჰაერის ცვლილებისთვის და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის   ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. 

კურორტმა უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს  ბაკურიანი 2023 , ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, რამაც შედეგად განაპირობა, რომ FIS-ის ყოველწლიურ კალენდარში, საქართველო ზამთრის სპორტის ისეთი ტრადიციული ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს, როგორიც არის: საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ფინეთი, აშშ, კანადა და სხვა.