ბაკურიანში სასრიალო პარკებს შორის ყველასთვის ცნობილი 25-იანების სამოყვარულო სასრიალო არეალია, რომელიც ყველასთვის სასურველი მარტივი და ყველა სეგმენტისთვის საყვარელი ადგილია. ზამთარში სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორები ამ მდებარეობის მონახულების გარეშე არ ტოვებენ ბაკურიანს, რადგან ყველაზე აქტიურ და მოთხოვნად კაფე-რესტორნებთან ერთად, სხვადასხვა გასართობ სივრცეებს მოიცავს. გრანდიოზული სასრიალო ყინულის მოედანი, რომელიც ოლიმპიურ სტანდარტებსაც კი აკმაყოფილებს, უკვე აქტიურ რეჟიმში მასპინძლობს დამსვენებლებს თუ ადგილობრივებს. პროექტში კომპანია გთავაზობთ, ასევე აპარტამენტების გაქირავების მომსახურებას, როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტ დამსვენებლებს აქვთ შესაძლებლობა დაისვენონ ცენტრთან სიახლოვეს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.